Thursday, May 15, 2014

პროექტის სახელწოდება: ქიმია გუშინ, დღეს , ხვალ.
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები  სწავლობენ ქიმიის, როგორც საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარების ისტორიას.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან ქიმიის განვითარების ისტორიას. დაწყებული ალქიმიკოსებით,  დღევანდელ დღემდე თუ როგორ განვითარდა და  მომავალში რა სიკეთეს ველით ქიმიისგან. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოახდენენ სხვადასხვა კვლევა-ძიებას, , გადაიღებენ ფოტო-სურათებს, გამოიყენებენ ვიდეო მასალას, შექმნიან ნახატებს, გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს, მეცნიერულ სტატიებს დაწერენ ამ თემის შესახებ. ეს პროექტი ამოქმედდება 2014 წლის სექტემბრიდან და მასში მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
მონაწილეთა ასაკი/კლასები: 15—17წ, X-XIკლასები;
ვადები/ხანგრძლივობა: 2014 წლის სექტემბერი (4 კვირიანი)
საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება: მოსწავლეებს ვყოფ 4-5 კაციან ჯგუფებად; სუსტ მოსწავლეებს ვაჯგუფებ ძლიერებთან.
პროექტის გეგმის შემუშავება: პროექტის გასაკეთებლად ჯგუფებს სხვადასხვა გეგმები აქვთ; ისინი ინაწილებენ სამუშაოს, თუ ვინ რას და როდის გააკეთებს.  
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ქიმიის განვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება, ელექტრონული ჟურნალის შექმნა, სლაიდების მომზადება, საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა, პლაკატების გაკეთება.
პროექტის პრეზენტაცია: თითოეული ჯგუფიდან თითო მოსწავლე გაკეთებს პრეზენტაციას;
სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმა:

შედეგების მისაღ-
წევად განსახორ-ციელებელი აქტივობები
საქმიანობის გაწერა დროში
საქმიანობის
განმახორციე-
ლებელი მოს-
წავლეები
საქმიანობის
განხორციე-
ლებაზე პა-
სუხისმგებე-
ლი მოსწავ-
ლეები
საქმიანობის
შესაბამისი
რესურსები


1კვირა
2კვირა
3კვირა
4კვირა
ჯგუფები


1
ინფორმაციის მო-
ძიება




I,II,III,IV
ჯგუფის
ლიდერები
ჟურნალ-გაზეთები,
სახელმძღვანელოები, კომპიუტერი, ინტერნეტი

2
ექსკურსია უნი-
ვერსიტეტში




I,II
Iდა II ჯგუფის
ლიდერები
ლაბორატორიების
დათვალიერება, ცდების ნახვა
3
საკუთარი ნახა-ტებისა და ფო-ტო-სურათების
შექმნა-მოგროვე-ბა




I,II,III,IV
ჯგუფის
ლიდერები
ინტერნეტი,ფანქრები,
მარკერები, პოსტერები
4
ინფორმაციის და-
მუშავება




I,II,III,IV
ჯგუფის
ლიდერები
მოპოვებული ინფორმა-ცია,კომპიუტერი
5
პრეზენტაციის მომზადება




I,II,III,IV
ჯგუფის ლიდერები
მოპოვებული ინფორ-
მაცია, კომპიუტერი,
პროექტორი

მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, ვებ გალერეა, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
სარგებელი სხვებისთვის: ამ პროექტის საიტის დამთვალიერებლები უფრო გაიღრმავებენ ცოდნას  ქიმიის განვიითარების ისტორიის შესახებ.
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია,ბიოლოგია, ხელოვნებახატვა, გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა)
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორის სახელი:ნინო შავკაციშვილი;
პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა :shavkacishvili.nino@gmail.com



No comments:

Post a Comment